რეზონანსი
02.03.2026

ოპოზიციონერმა ვარდენ მაჭავარიანმა, რომელიც სამი თვეა მმართველ გუნდს დებატებში იწვევს, "იმედის" შეთავაზებაზე დებატებში მონაწილეობის შესახებ, უარი განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, კარგია, რომ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, "ბოლოს და ბოლოს დათანხმდა დებატს", თუმცა, თავად ვარდენი დიდი ბრიტანეთის მიერ "იმედისთვის" სანქციების დაწესების გამო, ტელევიზიის ეთერში დებატებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

"დებატების თემა არის არაბული ქალაქებიო, ერთ მხარეს შენ იჯდები, მეორე მხარეს კობახიძეო. დებატს ვთანხმდები მეც, თუმცა, მე მაქვს ჩემი პირობები. ვერანაირად ვერ მივალ ეთერში "კამაზთან" და "რასია ერთთან" ერთად სანქცირებულ ტელეკომპანია "იმედზე", - აცხადებს ვარდენ მაჭავარიანი და "ნებისმიერ სხვა არხზე, ნებისმიერ სხვა ფორმატში" დებატებში მონაწილეობის მზაობას გამოთქვამს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×