რეზონანსი
02.03.2026

თიბისიმ, მომხმარებელთა ყოველდღიურობის გასამარტივებლად, კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი- QR გადარიცხვა დანერგა, რომელიც თანხის გადარიცხვისა და მიღების პროცესს მაქსიმალურად კომფორტულსა და სწრაფს ხდის. ახალი პროდუქტის გამოყენებით, თანხის მიმღებს აღარ უწევს ანგარიშის ნომრის ან პირადი ნომრის ზეპირად კარნახი ან დაკოპირება, ხოლო გადამრიცხველს- ანგარიშის დაზუსტება, მონაცემების ხელით შეყვანა ან მიმღების გადამოწმება.

ამ მომაბეზრებელი პროცესის ნაცვლად, თანხის მიმღებ ფიზიკურ პირს შეუძლია თიბისის მობაილბანკში შევიდეს, გადავიდეს საკუთარ IBAN ანგარიშზე და იქვე იპოვოს QR კოდი, რომელსაც დაასკანერებინებს გადამრიცხველს. შედეგად, გადარიცხვა ხორციელდება სწრაფად და მარტივად, ხოლო თანხა მიმღებს მყისიერად ესახება.

QR კოდის დასკანერებისას მომხმარებელი გადადის სპეციალურ გვერდზე, სადაც შეუძლია აირჩიოს გადარიცხვის მისთვის სასურველი მეთოდი- Apple pay-თ ან Google Pay-თ, ნებისმიერი მიბმული ბარათით. გადარიცხვა ხდება მხოლოდ ლარში და ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.  QR-ით მომენტალური გადარიცხვა შეუძლია ნებისმიერი სხვა ქართული ბანკის მომხმარებელსაც- სხვა ბანკის ბარათით ან მობაილბანკით. 

QR-ით გადარიცხვა ასევე სწრაფი და კომფორტულია ისეთ სივრცეებში, როგორიცაა: ბაზრობები, სამკერვალოები, მცირე მომსახურების ობიექტები... 

თიბისი მუდმივად ქმნის და ავითარებს ისეთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლების საჭიროებებზე და მათ ცხოვრებას ამარტივებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×