რეზონანსი
02.03.2026

სამთვიანი საგა ისე  დასრულდა, როგორც  სრულდება ხმაურიანი, მაგრამ შინაარსობრივად სუსტი კამპანიები, ვარდენ მაჭავარიანმა ირაკლი კობახიძესთან დებატებზე უარი განაცხადა - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში. 

მისი შეფასებით, ვარდენმა იგრძნო, რომ დებატებში გარდაუვალი მარცხი ელოდა და დებატებზე უარი, გაიძვერული ტაქტიკით განაცხადა.  მისივე თქმით, საჯარო სივრცეში განცხადებების გაკეთება ერთია, ხოლო პრემიერ-მინისტრთან პირდაპირ დისკუსიაში შესვლა სულ სხვაა.

„სამთვიანი საგა ისე  დასრულდა, როგორც  სრულდება ხმაურიანი, მაგრამ შინაარსობრივად სუსტი კამპანიები, ვარდენ მაჭავარიანმა ირაკლი კობახიძესთან დებატებზე უარი განაცხადა.

საინტერესოა, რომ სწორედ ვარდენი იყო დებატების  აქტიური მომთხოვნი. საჯაროდ, კატეგორიულად, დაჟინებით. გათვლა მარტივი იყო  პრემიერი არ დათანხმდებოდა და ეს მისთვის პოლიტიკური „მორალური გამარჯვება“ იქნებოდა.

მაგრამ მოხდა ის, რაც მის სცენარში არ ეწერა  ირაკლი კობახიძე მზად აღმოჩნდა დებატებისთვის. ანუ ის, ვისაც თითქოს „გამოწვევას“ უგზავნიდნენ, თამაშში შევიდა. და, აი, აქ დაიწყო ვადოს კოშმარი და "გმირული" უკან დახევა. მოულოდნელად ვარდენის მხრიდან  გაჩნდა ულტიმატუმები,  პირობები, ფორმატები, არხები...  „ეგრე სადაა, იმედზე მივიდეო“. როცა თავად ითხოვ დებატს, მერე ადგე და პირობები დაუწესო  იმას, ვინც დათანხმდა,  ეს უკვე სისუსტის და მარცხის ნიშანია.

რეალურად რა მოხდა? ვარდენმა იგრძნო, რომ დებატებში გარდაუვალი მარცხი ელოდა და დებატებზე უარი, გაიძვერული ტაქტიკით განაცხადა.  საჯარო სივრცეში განცხადებების გაკეთება ერთია, ხოლო პრემიერ-მინისტრთან პირდაპირ დისკუსიაში შესვლა სულ სხვაა. იქ უკვე არგუმენტები, გამოცდილება და პოლიტიკური წონა მუშაობს.

პრემიერი მზად იყო, დროებით „დაშვებულიყო“  ქათმის სიმაღლეზე და მისთვის დებატების  შესაძლებლობა მიეცა.  მაგრამ თანხმობის ნაცვლად ვარდენს ჰქონდა უკან დახევა და საკუთარი გადაწყვეტილების  გამართლების უბადრუკი მცდელობა.  

საბოლოოდ, ეს ისტორია დებატებზე უარის თქმას კი არა, პოლიტიკური რეალობის აღიარებას ჰგავს. ჯერ პატარა ვარ, გავიზრდები და დებატებზე შემდეგ ვიფიქრებო“, - წერს ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×