რეზონანსი
02.03.2026

სასამართლო პროცესი დახურულია, ამიტომ მოვითხოვთ, მისი [ბაჩო ახალაიას] სიტყვა მაინც იყოს საჯარო - მას ბევრი აქვს სათქმელი, იმიტომ რომ ქვეყანა არის უბედურ დღეში, რუსების მიერ ოკუპირებული, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბაჩო ახალიას საქმეს არაფერი აქვს საერთო სისხლის სამართლის საქმესთან.

როგორც ნადარეიშვილი აღნიშნავს, საქმეში არც ერთი დაზარალებული, არც ერთ მოწმე და არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს.

„როგორც ვიცი, დღეს შესავალი სიტყვა უნდა თქვას. სასამართლო პროცესი დახურულია, ამიტომ მოვითხოვთ, მისი სიტყვა მაინც იყოს საჯარო. მას ბევრი აქვს სათქმელი, იმიტომ რომ ქვეყანა არის უბედურ დღეში, რუსების მიერ ოკუპირებული. ეს ქვეყანა არის გადასარჩენი. ამისთვის იბრძვიან ადამიანები და ამისთვის ხვდებიან ციხეში. რაც შეეხება პროცესს - ეს სასამართლო პროცესი არ არის. ამ დარბაზებში, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია პოლიტიკური გადაწყვეტილების გაფორმება მიმდინარეობს. ვითხოვთ, [პროცესი] ღია იყოს, იმიტომ რომ ამას, რაც ხდება, არაფერი აქვს საერთო სისხლის სამართლის საქმესთან. საქმეში არც ერთი დაზარალებული, არც ერთ მოწმე, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს,“ - განაცხადა ნადარეიშვილმა.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×