რეზონანსი
02.03.2026

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ფრენები ისევ გაუქმდა - რა მიმართულებებით არ შესრულდება რეისებითბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ფრენები ისევ გაუქმდა - რა მიმართულებებით არ შესრულდება რეისები

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები დღესაც გაუქმდა.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, გაუქმებულია ჯამში, 8 რეისი.

კერძოდ, თბილისიდან დღეს, 2 მარტს, აღარ შესრულდება დუბაის 1 და თელ-ავივის 4 რეისი. რაც შეეხება ბათუმის აეროპორტს, გაუქმდა 3 ფრენა თელ-ავივის მიმართულებით.

„ამ შემთხვევაში თადარიგი წინასწარ იყო დაჭერილი და გასული დღეებისგან განსხვავებით, აღარ იყო დაგეგმილი იმდენი რეისი“, - აცხადებენ აეროპორტების ადმინისტრაციაში.

ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, არ შესრულდება თბილისიდან თეირანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი ფრენაც.

შე­გახ­სე­ნებთ, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში 28 თე­ბერ­ვლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მას შემ­დეგ, რაც ის­რა­ელ­მა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტატებ­მა ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მას­შტა­ბუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია და­ი­წყეს, ირან­მა კი სა­პა­სუ­ხო შე­ტე­ვა მი­ი­ტა­ნა ის­რა­ელ­ზე და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სამ­ხედ­რო ბა­ზებ­ზე კა­ტარ­ში, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში, ბაჰ­რე­ინ­ში, სა­უ­დის არა­ბეთ­სა და ქუვე­ით­ში.

28 თე­ბერ­ვალს ირან­ზე ის­რა­ე­ლის და აშშ-ის დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლია ისლამუ­რი რეს­პუბ­ლი­კის უზე­ნა­ე­სი ლი­დე­რი, აია­თო­ლა ხა­მე­ნეი და არა­ერ­თი მაღალჩი­ნო­სა­ნი, მათ შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×