რეზონანსი
01.03.2026

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანის მიერ რაკეტებით და დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

„ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ამ დროისთვის 167 რაკეტა და 541 ირანული დრონი მოიგერია. ირანის თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა - პაკისტანის, ნეპალისა და ბანგლადეშის მოქალაქეები", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანის მიერ ქვეყანაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა.

სამინისტროს პრესსპიკერის აბდულა ალ-სანადის თქმით, ყველა დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შეგახსენებთ, შაბათიდან მოყოლებული, ირანი დრონებითა და რაკეტებით ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებს ესხმის თავს, სადაც აშშ-ის ძალებია განლაგებული.

„მივმართავს რეგიონის ქვეყნებს: ჩვენ არ ვცდილობთ თქვენზე თავდასხმას, მაგრამ როდესაც თქვენს ქვეყანაში განლაგებულ ბაზებს ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ და როდესაც შეერთებული შტატები რეგიონში ოპერაციებს ამ ძალებზე დაყრდნობით ახორციელებს, მაშინ ჩვენ ამ ბაზებს მიზანში ამოვიღებთ", - განაცხადა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ და დასძინა: „ეს ბაზები არ არის ამ ქვეყნების მიწის ნაწილი, ისინი ამერიკის მიწაა".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×