რეზონანსი
01.03.2026

ირანში დროებით ახალ ლიდერად აიათოლა ალი რეზა არაფი დაინიშნა, რომელიც ლიკვიდირებული ალი ხამენეის ნაცვლად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის ფუნქციებს შეასრულებს. ინფორმაციას Tengrinews.kz სააგენტო ISNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

აიათოლა ალი რეზა არაფი მაღალი რანგის ირანელი სასულიერო და პოლიტიკური ფიგურაა. ის ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების ორგანოებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევა და გარდაცვლილი ხამენეის ახლო თანამოაზრედ ითვლებოდა.

არაფი გარდამავალი პერიოდისთვის შექმნილი ხელმძღვანელი საბჭოს წევრად დაინიშნა, რომელიც ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის ფუნქციებს შეასრულებს. საბჭოში ასევე შედიან ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი გოლამ ჰოსეინ მოჰსენი-ეჟეი.

მანამდე ირანში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი აშშ-ისა და ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაიღუპა. მისი რეზიდენცია საჰაერო დარტყმების შედეგად სრულად განადგურდა. ხელისუფლებამ ქვეყანაში 40-დღიანი ეროვნული გლოვა და 7-დღიანი უქმეები გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×