რეზონანსი
01.03.2026

რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ჯამში, 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს.

მათივე ცნობით, 1-ელ მარტს თბილისის აეროპორტიდან აღარ შესრულდება 17 რეისი. რაც შეეხება ბათუმს, გაუქმებულია დღეს დაგეგმილი 4 ფრენა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები აღარ შესრულდება შემდეგი მიმართულებებით:

თელ-ავივი - 7 რეისი; შარჟა - 2 რეისი; დუბაი - 3 რეისი; დოჰა - 3 რეისი; აბუ-დაბი - 1 რეისი; ქუვეითი - 1 რეისი; ამასთან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გაუქმდა 4 ფრენა თელ-ავივის მიმართულებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×