რეზონანსი
01.03.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, რეგიონში არსებულ დაძაბულ ვითარებას და ირანში დაწყებულ საომარ მოქმედებებს, სოციალურ ქსელში ეხიანება და აცხადებს, რომ საქართველო ინარჩუნებს მშვიდობსა და სტაბილურობას.

მისი თქმით, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, ყველა უნდა ხედავდეს, რომ სამეზობლოში მორიგი ომისა და გარე უსამართლო წნეხის პირობებში, ჩვენი ქვეყანა მაინც ინარჩუნებს მშვიდობას.

"პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად უნდა ვხედავდეთ: სამეზობლოში მეოთხე ომისა  და გარე უსამართლო წნეხის პირობებში, საქართველო საერთაშორისო სამართლის დაცვით ინარჩუნებს  მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა," - წერს ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×