რეზონანსი
01.03.2026

კრემლის იდეოლოგი და პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი აშშ-ისრაელის მიერ ირანზე ერთობლივ იერიშებს ეხმაურება და წერს, რომ "შემდეგი რუსეთია".

"ჩემი აზრით, იმიჯის შექმნის სტრატეგიამ, რომ თითქოს რუსეთში ყველაფერი კარგად არის და ცხოვრება ჩვეულებრივ გრძელდება, საკუთარი თავი ამოწურა. შემდეგი ჩვენ ვართ", - დაწერა მან Telegram-ზე.

ის წერს, რომ "გლობალურად, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს გაძლებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" და ამბობს, რომ "თუ ირანი გაძლებს, ყველაფერი შეიძლება საპირისპირო მიმართულებით წავიდეს, თუ ჩამოიშლება, შემდეგი ჩვენ [რუსეთი] ვართ".

ალექსანდრ დუგინის თქმით, თუ "რუსეთში ნამდვილი პატრიოტული რეფორმები ახლავე არ დაიწყება, ვითარება უბრალოდ არაპროგნოზირებადი გახდება".

"ერთმანეთის მიყოლებით, ჩვენი მოკავშირეები სისტემატურად ნადგურდებიან. ნათელია, ვინ არის შემდეგი და ნათელია, რას ნიშნავს ასეთ მტერთან მოლაპარაკებებზე წასვლა", - წერს ის.

ამასთან, დუგინი აღნიშნავს, რომ - "რუსეთისთვის ბოლო ზარი დაირეკა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×