
რუსთავში, ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა გარდაიცვალა. "ინფო რუსთავის" ცნობით სანაპიროს ქუჩაზე გაჩერებულ ავტომობილში 35 წლამდე კაცი ცუდად გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
პაციენტი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"პაციენტი შემოიყვანეს აგონიაში, უგონი მდგომარეობით, ერთეული სუნთქვით, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოკსიკაციით. გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განუცხადა "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გელაშვილმა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.