რეზონანსი
28.02.2026

 Reuters-ის ცნობით, დუბაიში საცხოვრებელ ზონაში აფეთქება მოხდა.  ირკვევა, რომ პალმ-აილენდის საცხოვრებელ უბანში რაკეტა ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

დუბაიში მომხდარი ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა -  ინფორმაციას დუბაის არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ დაადასტურა. 

„სასწრაფო დახმარების ჯგუფები დაუყოვნებლივ განლაგდნენ და ტერიტორია დაცულია. დუბაის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა დაადასტურა, რომ ხანძარი ამჟამად კონტროლს ექვემდებარება“, - ნათქვამია დუბაის მედია ოფისის განცხადებაში.

პრესსამსახურის ცნობით, დაშავებულია ოთხი ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამასთან ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში დრონით დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე მუშა დაშავდა. აფეთქებების ხმა გაისმა დოჰაშიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×