რეზონანსი
28.02.2026

საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეები ირანის საელჩოსთან ირანელი ხალხის მხარდამჭერ აქციას მართავენ. ისინი ირანში, აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებულ იერიშს ზეიმობენ. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ამერიკისა და ირანის დროშები. ისმის შეძახილები - „გამარჯვება“, გამარჯვება“.

ცნობისთვის, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა დღეს დილით განახორციელა. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც და ირანში აშშ-ის მიერ ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციის დაწყება დაადასტურა. ისრაელისა და აშშ-ის იერიშს ირანის საპასუხო დარტყმები მოჰყვა.

ამასთან, ისრაელის მე-12 არხი იუწყება, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ხამენეი, რასაც ირანული მხარე არ ადასტურებს. „როიტერის“ ცნობით, შესაძლოა, ისრაელის საჰაერო დარტყმებს ირანის თავდაცვის მინისტრი, აზიზ ნასირზადე და ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური მოჰამედ პაკპური ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×