რეზონანსი
28.02.2026

საერთაშორისო მედია თეირანში მდებარე ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაბომბილი რეზიდენციის ფოტოსურათს ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოსურათი თანამგზავრიდან არის გადაღებული.

თავად აიათოლა ალი ხამენეის შესახებ ცნობები ჯერ არ არის. უცნობია ისიც, ცოცხალია ის, თუ არა, რადგან სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე ისრაელმა აშშ-მა განაცხადეს, რომ მათ სამიზნეს ირანის უმაღლესი პოლიტიკური და სასულიერო ხელმძღვანელობა წარმოადგენდა.

სხვადასხვა ცნობები ვრცელდება ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის შესახებაც. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ირანის უმაღლესი პოლიტიკური, სასულიერო ან სამხედრო თანამდებობის არცერთ პირს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×