რეზონანსი
28.02.2026

Armenia Today-ის ინფორმაციით, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მომხმარებელი აიკ ეგიანი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო. ამის შესახებ ადვოკატმა რომან ერიციანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ტიკტოკერს ასევე აღკვეთის ღონისძიების სახით ქვეყნის დატოვების აკრძალვაც შეუფარდეს

ეგიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 297-ე მუხლის მე-2 ნაწილის 3-ე პუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი საინფორმაციო ან საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის დააკავეს.

ადვოკატის შეფასებით, ეგიანი პოლიტპატიმარია, რადგან მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა ფაშინიანის მისამართით გაკეთებული ვულგარული და უხეში განცხადებების გამო დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×