რეზონანსი
28.02.2026

ტელეკომპანია „სიენენ“-ის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმის ბაჰრეინში, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბისა და კატარში. როგორც ტელეარხი იუწყება, სამივე ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ დაუყოვნებლივ.

ამასობაში, ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მომარაგების ბაზას მოხვდა. აფეთქებების ხმა ისმის აბუ-დაბიში. დაიბომბა აგრეთვე ქუვეითი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×