რეზონანსი
27.02.2026

თბილისში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების თოვლისგან გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება. ტექნიკური მარილით მუშავდება, როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები. ასევე, რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს გარე განათების დაზიანებული ქსელის აღდგენა, სადენების მოწესრიგება და მოტეხილი ხეების დამუშავება-გატანა.

უხვი ნალექის გამო დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. გზებზე არსებულ მდგომარეობას დღე-ღამის განმავლობაში მონიტორინგს უწევენ „თბილსერვის ჯგუფისა“ და რაიონული გამგეობების თანამშრომლები.

საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×