რეზონანსი
27.02.2026

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მომავალ კვირას შეერთებულ შტატებს ეწვევა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ველტი“ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ვიზიტი 3 მარტს არის დაგეგმილი. ლიდერები სამუშაო შეხვედრას გამართავენ ოვალურ კაბინეტში.

გერმანიის მთავრობის  წარმომადგენლის განცხადებით, დონალდ ტრამპი და ფრიდრიხ მერცი განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს, უსაფრთხოების საკითხებს და სავაჭრო უთანხმოებას.

როგორც გამოცემა წერს, გერმანია შეერთებული შტატებისგან სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით „სიცხადეს” ელოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×