რეზონანსი
27.02.2026

თქვენ ფორმალურად გქვიათ ჟურნალისტი, ფორმალურად გქვიათ ამ ადამიანების („იმედისა“ და „პოსტივი“-ს) კოლეგა და ახლა გამოხატავთ ორი არხის ვერგადარჩენის დაუოკებელ სურვილს - ეს ტრაგიკულია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ერთ- ერთი ოპოზიციური არხის ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, „გადარჩება“ თუ არა „იმედი“ და „პოსტივი“.

„არა თუ გადარჩენა-არგადარჩემნაზეა საუბარი, მედიის თავისუფლება ამ ორი ტელეარხისთვის იქნება სრულად უზრუნველყოფილი, როგორც იყო მანამდე. არა თუ გადარჩენა არგადარჩენაზეა საუბარი, ოდნავადაც არ შეექმნება არავითარი დაბრკოლება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების რეალიზაციას ამ ორი ტელევიზიისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×