რეზონანსი
27.02.2026

„სანქციების მოხსნა ბიძინა ივანიშვილისთვის საერთოდ არ არის რელევანტური. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, ჩვენთვის რელევანტური არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-თან ურთიერთობაზე საუბრისას. მისი თქმით, საქართველო მზად არის კონკრეტული გზამკვლევით განაახლოს აშშ-თან ურთიერთობა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს „დიფ სთეითს“ თუ - არა.

„რაც შეეხება აშშ-ს, კონკრეტული ქართველი ე.წ. პოლიტიკოსები, უცხოელი აგენტები მიმართავენ აშშ-ს, რომ მათ მხარი დაუჭირონ გაერთიანებულ რადიკალურ ოპოზიციას. ესეც ძალიან საინტერესოა, როდესაც „დიფ სთეითის“ ქართული აგენტურა „დიფ სთეითთან“ მებრძოლ ტრამპს მიმართავს მხარდაჭერის იმედით, ეს რბილად, რომ ვთქვათ უცნაურია.

არის გაცხადებული სურვილი, რომ დამარცხდეს „დიფ სთეითი“ აშშ-ში. ვნახოთ, თუ ეს ბრძოლა დასრულდება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გამარჯვებით, ამ შემთხვევაში სხვა მიმართულებით წარიმართება პროცესები. თუ გაიმარჯვებს „დიფ სთეითი“ ამ შემთხვევაში შეიძლება ველოდოთ სხვა განვითარებას. ჩვენ იმედს ვინარჩუნებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია გაიმარჯვებს და ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობების დალაგებას აშშ-სა და საქართველოს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×