რეზონანსი
27.02.2026

თუ კანონის დაცვით იქმნება საქართველოში კომერციული ბანკი და მე რამდენადაც ვიცი, ტელეკომპანიას არ ეზღუდება კომერციული ბანკის ჩამოყალიბება, ამ შემთხვევაში უნდა იყოს დაცული თანასწორობის ძირითადი უფლება და ლიცენზია უნდა გაიცეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ „იმედის ბანკის“ შექმნასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

მისი თქმით, მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან არასწორად

ისმება კითხვა - უკავშირდება თუ არა „იმედის ბანკის“ შექმნა მის გადარჩენას.

„არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტვ“-ს. არც ქვეყანაა გადასარჩენი. ყველაფერი არის ძალიან კარგად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, ყველა შესაბამისი პროცედურის დაცვით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შექმნიან საკუთარ ბანკს, სახელწოდებით - „იმედის ბანკი“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×