რეზონანსი
27.02.2026

გიორგი კაჭკაჭიშვილმა ძმებ მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე მესამედ განაცხადა უარი.

სასამართლო პროცესზე დღეს ის მოწმის სტატუსით უნდა დაკითხულიყო, თუმცა კვლავ არ მივიდა. პროკურორი ამბობს, რომ მას იძულების წესით დაკითხვა მოუწევს. 

მოწმის სტატუსით ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა დარბაზში გამოცხადებულმა კიდევ ერთმა მოწმემ - გიორგი ჯოხაძის მეუღლემ.

ელენე ძაძუამ, რომელიც სასამართლოში დაცვის და პოლიციის თანმხლებით მივიდა, თქვა, რომ არ სურს დაკითხვა მის მიერ გამოძიებისთვის 2-ჯერ მიცემული ჩვენებით იხელმძღვანელონ.

ამ წუთებში საქმის ერთ ერთი გამომძიებელი იკითხება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×