
ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, თავისუფალ მედიაზე დიდი ბრიტანეთის თავდასხმაზე ოპოზიციის რეაქციას აფასებს და აცხადებს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ქართული ტელეარხების სანქცირებით ხარობს, "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ 2007 წლის 7 ნომებერს "იმედის" დარბევასაც ტაშს უკრავს.
მისი შეფასებით, "იმედისა" და "პოს ტვ"-ის სანქცირებით გახარებული ადამიანები არაფრით განსხვავდებიან 7 ნოემბრის ჯალათებისაგან და ისინი კოლექტიური სააკაშვილები არიან.
"უკლებლივ ყველა, ვინც დღეს უცხო სახელმწიფოს მიერ ქართული ტელეარხების დასანქცირებით ხარობს, უკანა რიცხვით უკრავს ტაშს ნაცრეჟიმის მიერ ,,იმედის" დარბევასა და ოკუპაციას. ისინი არაფრით განსხვავდებიან 7 ნოემბრის ჯალათებისგან. ისინი კოლექტიური სააკაშვილები არიან," - წერს ჯაბა ხუბუა X-ზე.