რეზონანსი
26.02.2026

ოლო ოთხი წლის განმავლობაში, ევროკავშირი მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის ომზეა ფოკუსირებული. სხვა არაფერი. ყველაფერი ამისთვის იწირება და როდესაც ვამბობ „ყველაფერი“ ამ „ყველაფერში“ დემოკრატიასაც მოვიაზრებ, - განუცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა „ქრონიკას“. მისი თქმით, ევროკავშირს უკრაინაში ომის გაგრძელება აწყობს, რადგან ეს პროქსი ომია.

„დემოკრატიას ყველგან უქადაგებენ, მაგრამ შინ, საკუთარ სივრცეში, ეს ასე არ არის. რატომ? იმიტომ, რომ ისინი არ იღებენ განსხვავებულ მოსაზრებებს მსოფლიო საკითხებთან დაკავშირებით. შეხედეთ მაგალითად, ევროკავშირს. ორმა ქვეყანამ - უნგრეთმა და სლოვაკეთმა და კიდევ ორმა ქვეყანამ განაცხადა, რომ მათ არ აწყობთ ომის გაგრძელება. ისინი იმ ხაზს უჭერენ მხარს, რომელსაც ეწევა პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც ამბობს, რომ საჭიროა მშვიდობა. თუმცა, ევროკომისიის ერთადერთი საზრუნავი ახლა ომის მოგებაა. ეს მათთვის მოსახერხებელია, რადგან ეს არის პროქსი ომი: ისინი არ კარგავენ ჯარისკაცებს, მხოლოდ ფულს - ფულს, რომლის გადახდაც სინამდვილეში ჩემს შვილებს 30 წელიწადში მოუწევთ. მათთვის ეს ძალიან კომფორტულია“, - მიიჩნევს მარიანი.

ის ბრიუსელში თბილისთან დაკავშირებულ მოლოდინებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის მმართველობისას ევროკავშირი იცვლება და სახელმწიფოების ინდივიდუალურ გარემოებებს არ ითვალისწინებს.

„მათ სურთ საქართველოს მხარდაჭერა. მაგრამ თქვენი მთავრობა პრიორიტეტს ქვეყნის ინტერესებს ანიჭებს. 2022 წლის ზაფხულში ვიყავი მისიის წევრი ევროკავშირში. მისიას ხელმძღვანელობდა ბატონი მაკალისტერი, რომელმაც თქვა, რომ საქართველომ უნდა დაუწესოს სანქციები, დაეხმაროს უკრაინას და აქტიურად მონაწილეობდეს ამ პროცესში. მე მახსოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პასუხი: 2008 წელს ჩვენ მარტონი ვიყავით. მაშინ არ დაწესდა სანქციები. რატომ უნდა გავრისკოთ ახლა ჩვენ? გეოგრაფიას ვერ შევცვლით რუსეთი ყოველთვის საქართველოს მეზობელი იქნება. ევროკავშირი ამას ვერ იღებს.

უნდა გაიგოთ, რომ ევროპა იცვლება. მე ფრანგი ვარ, ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყნის წარმომადგენელი. მაგრამ ევროკავშირის თავდაპირველი ოცნება ასეთი არ იყო. ქალბატონი ფონ დერ ლაიენის მმართველობისას, ევროკავშირი იცვლება. მათ სურთ ყველა სახელმწიფოსთვის ერთნაირი პოლიტიკის განხორციელება და არ სურთ, რომ ზოგმა ქვეყანამ განსხვავებულად იმოქმედოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ არიან კრიტიკულად განწყობილები საქართველოს მთავრობის მიმართ. ამ ევროკავშირის ლიდერების ოცნება ნათელია: თუ საქართველო დაუყოვნებლივ მიიღებს სანქციებს, გამოაგზავნის ჯარს და მეორე ფრონტის გახსნას დაიწყებს, ევროკავშირი მას საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს. მაგრამ ეს კატასტროფული იქნება საქართველოსთვის, როგორც 2008 წელს. ამიტომ, რეალურად, საქართველო არ მიყვება იმ ხაზს, რაც მათ სურთ“, - აცხადებს მარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×