|

“ვახო სანაიას ძმისშვილი მუშაობს რუსთავი 2-ში, ხოლო ვახო სანაიას შვილების დედა გაგიკვირდებათ და მუშაობს იმედში. ჰოდა, ეს ჩვენი ვახო სანაია, ყოველდღე უშვერი სიტყვებით ლანძღავს ამ არხების თანამშრომლებს, აგინებს და შეძლებისდაგვარად უკბილოდაც დასცინის, მაგრამ ჰოი საოცრებავ - მისთვის ამ 2 არხზე არსებობს 2 გამონაკლისი, ძმისშვილი და ყოფილი ცოლი”- წერს არქეოლოგი ქეთევან მიქიაშვილი სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, მხოლოდ ვახო სანაიას შეუძლია აგინოს არხის ყველა თანამშრომელს ერთის გარდა, თუ ის ერთი მისი ოჯახის წევრია. “ვახო სანაია რასაც წარმოადგენს, ხომ ვიცით ყველამ, სააკაშვილის დროს ვარდისფერ ზაზუნებზე და მსგავს სისულელეებზე რომ აკეთებდა სიუჟეტებს, "ქვეყანა რომ ყვაოდა", დემოკრატიის შუქურობის პერიოდში და 2012 წლიდან სამართლიანობისთვის მებრძოლად რომ მოგვევლინა. ჰოდა, რისი ქეთი ვარ მიქიაშვილი, რომ მე აქ მათთვის სასიამოვნო დავწერო. ამიტომ, ერთ კონკრეტულ ფაქტს გაგიმხელთ - ვახო სანაიას ძმისშვილი მუშაობს რუსთავი 2-ში, ხოლო ვახო სანაიას შვილების დედა გაგიკვირდებათ და მუშაობს იმედში. ჰოდა, ეს ჩვენი ვახო სანაია, ყოველდღე უშვერი სიტყვებით ლანძღავს ამ არხების თანამშრომლებს, აგინებს და შეძლებისდაგვარად უკბილოდაც დასცინის, მაგრამ ჰოი საოცრებავ - მისთვის ამ 2 არხზე არსებობს 2 გამონაკლისი, ძმისშვილი და ყოფილი ცოლი. დიახ, მხოლოდ ვახო სანაიას შეუძლია აგინოს არხის ყველა თანამშრომელს ერთის გარდა, თუ ის ერთი მისი ოჯახის წევრია. მისთვის, მაგ არხის ყველა თანამშრომელი პროპაგანდისტია, ყველა მოღალატე და ყველა პუტინის საქმის მკეთებელია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მისი ძმისშვილი და მისი ყოფილი ცოლი არ არიან არც რუსები და არც პუტინის საქმის მკეთებლები. აი ასეთი გამორჩეული ადამიანიც გვყავს ქართველებს.”- წერს მიქიაშვილი.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|