რეზონანსი
25.02.2026

ორმხრივი სროლა იყო გვიან ღამით, ვერის სასაფლაოზე.  ცეცხლი ნიკო კვარაცხელიას  მკვლელობის ორგანიზატორებად დასახელებული ძმების დავით და გურამ (გუგა)  კაკულიების დეიდაშვილს გაუხსნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი რუხაძე სასაფლაოს ტერიტორიაზე დაცვასთან ერთად  გადაადგილდებოდა, როდესაც ჩასაფრებულმა პირმა მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.

საპასუხო გასროლა განახორციელა რუხაძის დაცვამაც. როგორც ცნობილი გახდა, ძმები კაკულიების ნათესავს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა, შესაბამისად ის არ დაშავებულა და შესაბამისად არც სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა.

რაც შეეხება სროლაში ეჭვმიტანილს, ახალგაზრდა კაცი დაკავებული არ არის. 

ცნობისთვის, ძმებ კაკულიების ახლო ნათესავი  შეირაღებული თავდასხმის სამიზნე პირველად არ ყოფილა.  მას ორი წლის წინ ცეცხლი  ტაბიძის ქუჩაზე გაუხსნეს.  მაშინ სამი დაჭრილიდან ერთი სწორედ კაკულიების დეიდაშვილი იყო.

ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს.

წყარო: ტვპირველი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×