რეზონანსი
25.02.2026

გუშინ დიდმა ბრიტანეთმა "პოს ტვ" და "იმედი" დაასანქცირა. გავრცელდა ინფორმაცია, "ხალხის ძალის" წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ "პოსტ ტვ"-ის  წილი სანქცირებამდე რამდენიმე დღით ადრე დათმო, თუმცა პარლამენტარმა აღნიშნული ინფორმაციას სიცრუე უწოდა. 

„წილის დათმობას მე არც მომავალში ვაპირებ. აქვე, სრულ მხარდაჭერას გამოვხატავ ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის მიმართ, ვისაც ურთულეს პირობებში უწევს, ემსახუროს სიმართლეს და ამას ნამდვილად ღირსეულად აკეთებენ“, - თქვა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მანვე დამატებითი კომენტარი გააკეთა ტელევიზიის მუშაობაზე. 

"ამათგან უკვე ყველაფერს ველოდებოდი, კანონის მხარდაჭერისთვის თუ დამასანქცირეს, რასაკვირველია, რომ ტელევიზიასაც დაასანქცირებდნენ. ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ძალიან ცუდად ვაფასებ. ალბათ ის არ მოეწონათ, რომ "კამიტის" გამო ჩვენმა ქვეყანამ მათ მატყუარა ტელევიზიას პრეტენზიები წაუყენა. ბრიტანელებმა უნდა გადაგვიწყვიტონ, რომელ ტელევიზიას უნდა უყუროს საქართველოს მოსახლეობამ? მაგათი აზრი არ მაინტერესებს.

ქართული ბანკები შებოჭილები არ იქნებიან. ორი ბანკია შებოჭილი, იმიტომ რომ ბრიტანელების ბანკები არიან. ხელფასების ჩარიცხვაზე პრობლემები არ იქნება. ხელფასებს ყველა ბანკი გასცემს, რა პრობლემაა. რატომ უნდა გითხრათ, [რომელ ბანკთან გვაქვს ურთიერთობა]. ხელზე არ გავცემთ ხელფასებს. ეგ არის თქვენი ბრიტანული დემოკრატია. გასკდით გულზე, არაფერზე [რეკლამებზეც] არ იქნება პრობლემა" - უთხრა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციური ტელეკომპანიების ჟურნალისტებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×