რეზონანსი
25.02.2026

თიბისი და “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” წარმოგიდგენთ ინოვაციურ კამპანიას, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ყოველდღიური აქტივობა რეალურ ინვესტიციად აქციოთ. კონკურსის ფარგლებში გაქვთ შანსი, გლობალური კოპანიის - The Coca-Cola Company - 1000 დოლარამდე აქციიების მფლობელი გახდეთ.

წესები მარტივია: გამარჯვებულია ის, ვინც Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაციაში ყველაზე მეტ ნაბიჯს დააგროვებს და ლიდერბორდის ტოპ ხუთეულში მოხვდება. აქციები საჩუქრის სახით თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე დაირიცხება.

თიბისისა და “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” 12-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი პროექტი აქვთ ერთობლივად განხორციელებული. ახალი ინიციატივის მიზანია, გაზარდოს ცნობადობა და ხელმისაწვდომობა ალტერნატიულ საინვესტიციო პროდუქტებზე; ასევე, მეტ ადამიანს მისცეს მოტივაცია, დაიწყოს ინვესტირება აშშ-ის საფონდო ბირჟაზე, 1 დოლარიდან.

ლიდერბორდში მონაწილეობის მისაღებად, თიბისი მობაილბანკის საინვესტიციო ანგარიში და Coca-Cola Rewards Georgia აპლიკაცია დაგჭირდებათ: Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაციაში უნდა შეიყვანოთ კოკა-კოლას თავსახურზე მოთავსებული კოდი; შემდეგ კი, შეძლებთ, გაააქტიუროთ სიარულის რეჟიმი და გაიაროთ, რაც შეიძლება მეტი ნაბიჯი.

გათამაშება 16 თებერვლიდან 13 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება და სულ 20 გამარჯვებულს გამოავლენს. ორ კვირაში ერთხელ, ტოპ 5 კონკურსანტი მიიღებს კოკა-კოლას აქციებს, 200-დან 1000 დოლარამდე. 

თიბისის მობაილბანკში საინვესტიციო ანგარიშის გახსნა 1 წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. პლატფორმის მეშვეობით, შეგიძლიათ, გახდეთ აშშ-ის ბირჟაზე წამყვანი კომპანიების აქციების მფლობელი და დააგროვოთ ინვესტიცია.

თუ ჯერ არ გაქვთ საინვესტიციო ანგარიში, გახსენით

თამაშის წესებს დეტალურად, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×