რეზონანსი
25.02.2026

დასანქცირება არ უნდა იყოს ბერკეტი, რასაც იმ ქვეყნის წინააღმდეგ იყენებენ, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. საქართველოს არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება პოლიტიკურ ინტერესებს, თუნდაც ევროკავშირის ან ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საქართველო საკუთარი ქვეყნის გადარჩენას ცდილობს.

„ყულევის დასანქცირების საკითხი და სხვა სანქციები უსამართლობის ის პიკია, რომელსაც უნგრეთი და სლოვაკეთი ობიექტურად დაუპირისპირდნენ. გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების მხრიდან ნიშნის მოგებით განცხადების გაკეთება მოსალოდნელი საფრთხეების მანიშნებელია, თუ მყარად არ ვიქნებით და ეროვნულ ინტერესებს არ დავიცავთ“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×