
აჭარის მთავრობის ინიციატივითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში განთავსებული ქორწინების სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს.
ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ქორწინების სახლს ხალხის მოთხოვნით ანგრევენ,
"შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა მაღალი საზოგადოებრივი მოთხოვნის გათვალისწინებით, რაც წლების განმავლობაში ბათუმელების მხრიდან აქტიურად გამოიხატებოდა" - წერს მუნიციპალური ინსპექცია.
"შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა ბულვარის განაშენიანების გეგმის შესაბამისად და მაღალი საზოგადოებრივი მოთხოვნის გათვალისწინებით, რაც წლების განმავლობაში ბათუმელების მხრიდან აქტიურად გამოიხატებოდა.
ქორწინების სახლი თავისი მოცულობითა და განლაგებით ზღუდავდა ბულვარის მთავარი შესასვლელის სივრცით აღქმას, ასევე, ამორტიზებული შენობა-ნაგებობა არ შეესაბამებოდა შესაბამის სტანდარტებს, რის საფუძველზეც იგი შეტანილ იქნა განაშენიანების გეგმით განსაზღვრულ სადემონტაჟო ობიექტთა ნუსხაში.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, იუსტიციის სახლი შეიმუშავებს ახალ კონცეფციას და ქორწინების სახლი ახალ ბულვარში ალტერნატიულ ლოკაციაზე აშენდება" - წერია განცხადებაში.