რეზონანსი
25.02.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1985 წელს დაბადებული რ.ჩ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა, არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების განხორციელებისას, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

კერძოდ, ბრალდებულმა სამსახურში შესაბამისი დოკუმენტაციის შემდგენ პირს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა ტვირთის გადაადგილების მარშრუტისა და კილომეტრაჟის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე ოფიციალურ აქტში დამკვეთის სასარგებლოდ დააფიქსირა უფრო ნაკლები კილომეტრაჟი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ჩ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×