რეზონანსი
25.02.2026

დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანია „იმედისა“ და „PosTV“-ის დასანქცირება პირდაპირი შეტევაა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ მედიაზე, პოლიტიკურად მოტივირებული, ტენდენციური, არასამართლიანი გადაწყვეტილებაა,- წერს  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ხელაძე, სოციალურ ქსელში.

ხელაძე გამოხატავს მხარდაჭერას ორივე ტელევიზიის მიმართ და აცხადებს, რომ   არაფრისმომცემი სანქციებისა და რეზოლუციების მიუხედავად ბრძოლა გრძელდება.

„დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანია „იმედისა“ და „PosTV“-ის დასანქცირება პირდაპირი შეტევაა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ მედიაზე, პოლიტიკურად მოტივირებული, ტენდენციური, არასამართლიანი გადაწყვეტილება. სანქციებზე გაცილებით დიდი ფასი აქვს ობიექტურობას. არაფრისმომცემი რეზოლუციებისა და სანქციების მიუხედავად, ბრძოლა გრძელდება!

ჩემი მხარდაჭერა ორივე ტელევიზიას დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ ფრაგმენტული გადაწყვეტილების მიღმა ნათლად ხედავს მთლიან სურათს, რომლის მიზანიც ქართული სახელმწიფოს დასუსტებაა.

საქართველო უპირველეს ყოვლისა!“- წერს ირაკლი ხელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×