რეზონანსი
25.02.2026

რუსული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი არის ევროკავშირი და ძალიან დიდ თანხებს უხდიდნენ, ამაზე თვითონ ევროპული ბიუროკრატია საუბრობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ ევროკავშირმა იმპორტის ხარჯზე მილიარდებით დააფინანსა რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში.

„ასეთ დროს ჩვენ წინააღმდეგ განცხადებების კეთება აბსოლუტურად უადგილოა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, ვაწარმოებთ პოლიტიკას ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ამ მიზეზით არ დაწესდა სანქციები, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ, ღიად ვერასდროს ბედავდნენ ასეთი მოწოდებების გაკეთებას, თუმცა ახლა რატომღაც გადაწყვიტეს ასეთი განცხადებების გაკეთება. რასაც მანამდე მალავდნენ, ახლა უკვე ღიად ამბობენ იმავეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×