რეზონანსი
24.02.2026

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო ყოველთვის ხმამაღლა უჭერდა მხარს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა არსებობენ გარკვეული აქტორები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ სხვაგვარად წარმოჩენას და საქართველოს ინტერესების დაზიანებას.

„არასდროს გვქონია რაიმე დაბრკოლება ამ მიმართულებით ჩვენი აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით. რამდენად ესმოდათ ეს ხმა, ეს უკვე მეორე საკითხია. საერთაშორისო საზოგადოებაში გარკვეულ წარმომადგენლებს რამდენად სჭირდებოდათ, გაეგოთ და დაენახათ, რას აკეთებდა საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად, ეს არის მეორე საკითხი. ერთი მხრივ, საქართველო მუდმივად, მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მეორე მხრივ, არიან გარკვეული აქტორები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ საქართველოს სხვაგვარად წარმოჩენას, საქართველოს ინტერესების დაზიანებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ დასკვნები, რა ინტერესები არსებობს მაშინ, როდესაც საქართველოს უსაფრთხოებაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ, ოთხი წლის თავზე ხმამაღლა შეგვიძლია, გავიმეოროთ, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×