რეზონანსი
24.02.2026

საქართველოს ხელისუფლებისგან მივიღეთ ძალიან დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი წუხილის საგანია. ასევე, გვარწმუნებენ, რომ ეს ინფრასტრუქტურა არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად,- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ყულევის პორტთან დაკავშირებით.

თუმცა მას არ შეუძლია იმის თქმა, ეს საკმარისი იქნება თუ არა იმისთვის, რომ ყულევის პორტზე სანქციების დაწესება არ მოხდეს.

„შემიძლია დავადასტურო, რომ სანქციების მეოცე პაკეტზე დისკუსია გრძელდება. ამ მომენტისთვის ერთსულოვნება მიღწეული არ არის. ასევე, შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მივიღეთ ძალიან დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი წუხილის საგანია. ასევე, გვარწმუნებენ, რომ ეს ინფრასტრუქტურა არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. თუ მოწოდებული ინფორმაცია და მტკიცება იქნება საკმარისი წევრი ქვეყნებისთვის, რათა არ მოხდეს ამ კონკრეტული ინფრასტრუქტურის დასანქცირება, ამ ეტაპზე ამის თქმა არ შემიძლია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ წევრი ქვეყნები მიაღწევენ ერთსულოვნებას სანქციების მეოცე პაკეტთან დაკავშირებით მალე. ცხადია, ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოს შესაბამისობას საერთაშორისო სანქციებთან“, - განაცხადა ევროკავშირის პაველ ჰერჩინსკიმ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×