რეზონანსი
24.02.2026

ამერიკის შეერთებული შტატები წყვეტს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონვენციების ფინანსურ თუ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხთა ბიურომ გაავრცელა.

განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მათი მოწინააღმდეგეების ხელში იარაღად იქცნენ.

„სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს და მხარს აღარ დაუჭერს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ კონვენციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ან ჩვენს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნიან. ჩვენ აღარ დავემორჩილებით არარჩეულ საერთაშორისო ბიუროკრატებს, რომლებიც ამ ორგანიზაციებს მართავენ. არ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენი მოწინააღმდეგეების ხელში იარაღად იქცნენ, რომლებიც ამერიკელებისა და პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ იქნება მიმართული.“ - აღნიშნულია გავრცელებულ განხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×