რეზონანსი
24.02.2026

"სულ რომ ჩამოვართვათ ხელფასი დეპუტატებს, თითო პენსიონერის პენსია 2 ლარით და 20 თეთრით გაიზრდება, ამიტომ ეს პოპულიზმი და სპეკულაციაა" - თქვა "ხალხის ძალის" წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში გამართულ დებატებში, რომლის თემაც იყო "სოციალური დახმარების პოლიტიკა და სიღარიბის შემცირება". თუმცა, მანვე გაამახვილა ყურადღება საარსებო მინიმუმისა და ასაკობრივი პენსიის მატების აუცილებლობაზე.

"სოციალური დახმარების პროგრამა არ არის ერთადერთი და თუნდაც საუკეთესო დახმარება მოსახლეობის სიღარიბიდან ამოყვანის კუთხით, მაგალითად, UNISEF-ის კვლევებით დადასტურებულია, რომ პროგრამათა შორის ყველაზე კარგი საშუალება სიღარიბის დაძლევის, არის ასაკით პენსიის გაცემა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამაზე სამუშაო გვაქვს - მინდა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ვუთხრა, რომ საარსებო მინიმუმი გადასახედია, რადგან საქსტატის დათვლით, მინიმალური სასურსათო კალათა დღეს არის 283 ლარი. არადა, გადამოწმებით და დათვლებით, საპენსიო სეგმენტის ყველაზე ღარიბ, 40%-იან ფენას შორის სასურსათო დანახარჯები 52%-ია, არასასურსათო - 48%.

ამიტომ, თუკი სასურსათო კალათაში, სადაც 70% სასურსათო დანახარჯზე მიდის და 30% დანარჩენ დანახარჯზე, თუკი ამ კუთხით სამართლიანად მივუდგებით, მაშინ საარსებო მინიმუმი უნდა იყოს 390-400 ლარი. 70 წელს ქვემოთ არსებული პენსიის გასაცემელი, დღეს არსებული 370 ლარი, ცდება საარსებო მინიმუმს და ამის ვალდებულება არის "გაეროს" კუთხითაც, არსებობს ამის კომისია, როცა მინიმალურ საჭიროებებთან მიახლოებული უნდა იყოს სოციალური, კულტურული და ა.შ. პროგრამები", - განაცხადა ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×