რეზონანსი
23.02.2026

 უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბრიუსელსა და კიევს უნგრეთის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მათი მიზანი უნგრეთის პატრიოტული მთავრობის შეცვლა და საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევაა.

პრემიერის განცხადებით, ბრიუსელი და კიევი კოორდინირებულად მოქმედებენ, რათა გავლენა მოახდინონ უნგრეთის არჩევნებზე და ხელისუფლებაში მათთვის სასურველი ძალები მოიყვანონ.

„ბრიუსელი და კიევი უნგრეთის არჩევნებში ერევიან, რადგან მათ ჩვენი პატრიოტული მთავრობის ჩამოცილება სურთ, რათა საკუთარი გეგმები თავს მოგვახვიონ. ისინი ვერ მოგვწყვეტენ რუსულ ენერგიას, ვერ დაგვაძალებენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ვერ გვაიძულებენ ფულის გაგზავნას და ვერ ჩაგვითრევენ ომში. ხელები შორს! უნგრეთის მომავალი მხოლოდ უნგრელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს!" - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×