რეზონანსი
23.02.2026

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ჩატარებულ გამოძიებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროკურატურას ახალი საჩივრით მიმართავს. 

„არაფერი დავაკელი, მაგრამ სისტემას ვერ მოვერიე. მარტო იმაზე ფიქრობდნენ, თუ რამ ახალი გამოჩნდებოდა, როგორ „ჩაეფარცხათ“. ვერ გავაწყვე ვერაფერი და გავჩერდი...

მთელი რიგი დაავადებები დამემართა… შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონიკი გავხდი…

გიგა ავალიანის და ნიკო კვარაცხელიას დედების ბრძოლის შემდეგ, მეც გამიჩნდა ილუზია, რომ იქნებ, რაღაც შეიცვალოს.

ამიტომ მივმართეთ პროკურატურას ახალი საჩივრით. საჩივარი იმის თაობაზეა, რომ დახურეს საქმე უცებ, მოწმენდილ ცაზე, სასწრაფო წესით, თვითმკვლელობის ვერსიით. წამოვიდა სამსახურიდან და რატომღაც ეს ყველაფერი დაემთხვა სამსახურიდან წამოსვლას", - განაცხადა "მთის ამბებთან" ინტერვიუსში  თეონა თამაზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×