რეზონანსი
23.02.2026

 ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­მა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის მე-20 პა­კეტ­ზე შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­აღ­წი­ეს, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში, კაია კა­ლას­მა ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

"ეს შე­ფერ­ხე­ბაა და მე­სი­ჯი, რომ­ლის გაგ­ზავ­ნაც დღეს არ გვსურ­და, თუმ­ცა მუ­შა­ო­ბას ვაგ­რძე­ლებთ", - გა­ნა­ცხა­და კაია კა­ლას­მა.

მისი თქმით, სან­ქცი­ე­ბის მე-20 პა­კეტ­ზე შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის მიზ­ნით ევ­რო­კავ­ში­რი უნ­გრეთ­თან და სლო­ვა­კეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აგ­რძე­ლებს.

„ეს მარ­ტი­ვი არ არის. ვწუხ­ვარ, რომ დღეს შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­ვაღ­წი­ეთ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ხვალ ამ ომის და­წყე­ბის წლის­თა­ვია და უკ­რა­ი­ნის­თვის ძლი­ე­რი მე­სი­ჯე­ბის გაგ­ზავ­ნა გვჭირ­დე­ბა, რომ ჩვენ მათ დახ­მა­რე­ბას და ასე­ვე, რუ­სეთ­ზე ზე­წო­ლას ვაგ­რძე­ლებთ", - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×