
„პატივცემულო კოლეგებო, ხვალ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ოთხი წელი შესრულდება, რამაც უდიდესი ტანჯვა, იძულებითი გადაადგილება და ნგრევა გამოიწვია. საქართველო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო ხაზს უსვამს გაერო-ს წესდებაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის და საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის საჭიროებას.
„პატივცემულო კოლეგებო, ხვალ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ოთხი წელი შესრულდება, რამაც უდიდესი ტანჯვა, იძულებითი გადაადგილება და ნგრევა გამოიწვია. საქართველო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას და ხაზს უსვამს გაერო-ს წესდებაზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვის და საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის საჭიროებას. დასასრულს, საბჭოს მეოცე წლისთავის მოახლოების კონტექსტში, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს ურყევი მხარდაჭერა ადამიანის უფლებების უნივერსალურობისა პრინციპის მიმართ. ჩვენ განვაგრძობთ დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებას ქვეყნის შიგნით და ადამიანის ღირსების დაცვაზე ორიენტირებული საერთო ძალისხმევის მხარდაჭერას მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.