რეზონანსი
23.02.2026

ოპოზიციის პოლიტიკურ სივრცეს შეხედეთ. ისინი ერთი ამოცანის ქვეშ მოქმედი რადიკალური ჯგუფები არიან, რომელთაც გარე დავალებები, დაფინანსებები აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.

„ერთი წელია, პარლამენტში ვარ და თვე არ გავა, კითხვა არ დამისვან, რომ ოპოზიცია ერთიანდება და სერიოზული ხდება. ამ ფაქტს არ და ვერ შევესწარი-მოვესწარი. აქ ვართ და ვნახავთ, თუ გაერთიანდებიან. რატომ უნდა გვაღელვებდეს ან გვაშინებდეს? შარშან ორი არჩევნები ჩატარდა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა მოიპოვა. ოპოზიციამ საზოგადოების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. საზოგადოების განწყობა კარგად ჩანს. გაერთიანება იდეის ირგვლივ ხდება. რა იდეის ირგვლივ ერთიანდებიან? ოპოზიციის პოლიტიკურ სივრცეს შეხედეთ. მოჩვენებითად დაყოფილი არიან, ხან ერთმანეთს ელაპარაკებიან, ხან – არა, ისინი ერთი მიზნისა და ამოცანის ქვეშ მოქმედი რადიკალური ჯგუფები არიან, რომელთაც გარე დავალებები, დაფინანსებები აქვთ. ზოგიერთი ქვეყნის ელჩთან ერთად განცხადებებს აკეთებენ. მათი პოლიტიკური აზროვნების მასშტაბი ამით შემოიფარგლება. ამიტომ, ისინი გაერთიანდებიან თუ – არა, საქართველოში პოლიტიკური პროცესები არ შეიცვლება, რადგან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×