რეზონანსი
23.02.2026

ევროკომისიამ, კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული და ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი და ობიექტური საერთაშორისო შეფასებაა - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, საქართველოს მოწინავე პოზიცია სწორედ იმ რეფორმების შედეგია, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება წლებია ახორციელებს.

„ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის და რეფორმების ეფექტურობა, კიდევ ერთმა საერთაშორისო ანგარიშმა დაადასტურა!

ევროკომისიამ, კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული და ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი და ობიექტური საერთაშორისო შეფასებაა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდიკატორი, რომელიც სამართალდამცავი და ძალოვანი  სისტემის არაკორუმპირებულობას ზომავს.

საქართველომ ამ კომპონენტში 85%-იანი შეფასება მიიღო (100-დან), რაც მსოფლიოში 22-ე ადგილს, ხოლო ევროპაში საუკეთესო ოცეულში ყოფნას უზრუნველყოფს.(მე16 ადგილი)

ამ შედეგით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე ევროკავშირისა და ნატოს მრავალ წევრ სახელმწიფოს.

საინტერესოა, რომ ყველაზე მაღალი კორუფციის მაჩვენებლებით გამოირჩევიან უკრაინა, მოლდოვა და რუსეთი.

მოლდოვა და უკრაინა  ევროკავშირმა საქართველოზე წინ დააყენა, რაც ამ მონაცემების ფონზეც უსამართლო გადაწყვეტილებაა.

საქართველოს მოწინავე პოზიცია სწორედ იმ რეფორმების შედეგია, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება წლებია ახორციელებს.

პოლიციის დეპოლიტიზაციამ, გამჭვირვალობის გაზრდამ, შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერებამ და ნულოვანმა ტოლერანტობამ კორუფციის მიმართ რა თქმა უნდა ხელშესახები შედეგები დადო.

აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, საქართველო ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს.  მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია უსაფრთხო, სტაბილურ და კორუფციისგან თავისუფალ სახელმწიფოზე, რეალურად მუშაობს, რასაც საერთაშორისო, კვლევა და  ობიექტური შეფასებაც ადასტურებს.

ეს წარმატება ქვეყანას მყარ საფუძველს უქმნის შემდგომი განვითარებისა და  მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.“ - წერს მეგრელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×