რეზონანსი
23.02.2026

თუ გირაოს შემიფარდებენ - გადავიხდი, პასპორტს ჩამომართმევენ - საერთაშორისო მეგობრებს ხმას მაინც მივაწვდენ - ასე ეხმაურება “ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს. 

ცნობილია, რომ 13:00 საათზე, სასამართლოში, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი გაიმართება.

„არ ვიქმნი მოლოდინებს, პოზიტიურს ხომ მით უმეტეს. როგორც გავიგე, სავარაუდოდ, გირაო იქნება და პასპორტის ჩამორთმევა. რას ვიზამთ, რასაც ვერ ვაკონტროლებთ, იმაზე ბევრი ნერვიულობა არ ღირს - მივიღებ როგორც მოცემულობას. ვერ ვივლი უცხოეთში, ამაშიც პრობლემას ვერ ვხედავ, სხვა ივლის ჩემს ნაცვლად. ჩვენს მეგობრებს ხმას როგორმე მივაწვდენ. გირაოს შემიფარდებენ - გადავიხდი, ვნახოთ რამდენი იქნება. რა უნდა იყოს ჩემთვის, რომ "ქოცებმა" გააკეთონ და გამიკვირდეს?!  - ასეთი არაფერი არ არის, მზად ვარ ყველაფრისთვის" - თქვა გვარამიამ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×