რეზონანსი
23.02.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ერჟან სადენოვის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოყაევი გეკა გელაძეს „აკ ორდას“ რეზიდენციაში უმასპინძლებს, ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ერჟან სადენოვთან.

გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ასევე მოინახულებს ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს და ადგილზე გაეცნობა მათ საქმიანობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×