რეზონანსი
21.02.2026

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის გიორგი შაიშმელაშვილის განცხადებით, მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ოფიციალურად გადაკვეთილი არ აქვს.

აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ტელეკომპანია ,,ფორმულას" განუცხადა.

პროკურორის თქმით, მისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება, ბრალდებული ბუსა ჟვანია.

,,ბუსა ჟვანია ქვეყნიდან არ არის გასული ოფიციალურად და მე არ ვიცი, სად არის”,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ბუსა ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×