
ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, რამდენიმე ოპოზიციონერი მსახიობის მიერ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დატოვებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი შეფასებით, თეატრში გარემო გაჯანსაღდა.
"ვასო აბაშიძის სახელმწიფო თეატრიდან ისეთი მსახიობები წავიდნენ, გაჯანსაღდა გარემო და მგონი, დროა, დავიწყოთ მანდ სიარული," - წერს ოდიშარია.
ცნობისთვის, აღნიშნულმა მსახიობებმა, თეატრის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თეატრის შენობის ფასადიდან ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს.