რეზონანსი
21.02.2026

ავტოდილერებმა და ავტოიმპორტიორებმა „ქართული ოცნების“ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები გააპროტესტეს. ქართველმა ავტო-დილერებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. პეტიციით მოქალაქეებმა მოითხოვეს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღოს კანონი, რომელიც ქვეყანაში ექვს წელზე მეტი ხნის ავტომობილის შემოყვანას აკრძალავს. ავტოდილერები ხელისუფლებას მათთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებენ. 

დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს კანონი ავტობიზნესის 40%-იან პარალიზებას გამოიწვევს.  მათივე თქმით, უმუშევარი დარება ბევრი ადამიანი და უცხოელების ხელში გადავა ქართული ბაზარი.

„შევიკრიბეთ, რათა ერთმანეთს უფრო მეტად გავუზიაროთ არსებული პრობლემები და შევაცადოთ კომპანიების და ავტოდილერებსი სატკივარი მივიტანოთ ხელსიუფლებამდე, რადგან ეს სფერო არის უმნიშვნელოვანესი და ბევრი ადამიანის შემოსავალს დაეტყობა, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. შევიმუშავეთ მიმართვის წერილი და ამ მიმართვის წერილში რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდანაც ვითვალისწინებთ გარკვეულ დათმობებ და შეიძლება მოვძებნოთს აერთო კონსესუსი ხელისუფელბის წარმომადგენლებსა და ავტოდილერებს შორის. შეიძლება შეჯერება“, - განაცხადა ავტოდილერმა. 

ცნობისთვის, ხელისუფლება ავტომობილების შემოყვანაზე შეზღუდვას აწესებს და 6 წელზე მეტი წლოვანების ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×