
„ქართლის ამბების“ ინფორმაციით, კასპი-მეტეხის გზაზე მოძრაობისას, მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავარიის მიზეზი ორმოები გახდა. მძღოლის დასახმარებლად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
,,როცა ამხელა ორმოებია, სულ რომ ნელა მიდიოდე, მოტოციკლით მაინც დაიმტვრევი“, - წერს მოქალაქე.
შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ფაქტზე დაიწყი ადმინისტრაციული წარმოება. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სხვა სატრანსპორტო საშუალება არ ფიგურირებს.
კასპი-მეტეხის გზის რეაბილიტაცია მრავალჯერ დაანონსდა. 2022 წლიდან, ორი ტენდერიც გამოცხადდა, თუმცა უშედეგოდ. ორმოები „კასპიცემენტის“ ქარხნის მანქანების მოძრაობის შედეგად გაჩნდა.