რეზონანსი
21.02.2026

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, თუ ორშაბათამდე, უკრაინა ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით, სლოვაკეთში ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს, ბრატისლავა კიევს ელექტროენერგიას აღარ მიაწვდის.

„სლოვაკეთი - ამაყი და სუვერენული ქვეყანაა, ხოლო მე - ამაყი და სუვერენული სლოვაკი ვარ. თუ სლოვაკეთში ნავთობის მიწოდება ორშაბათს არ აღდგება, ვთხოვ სახელმწიფო კომპანია SEPS-ს, შეწყვიტოს ელექტროენერგიის ავარიული მიწოდება უკრაინისთვის“, - დაწერა ფიცომ სოციალურ ქსელში.

მისი განმარტებით, მხოლოდ 2026 წლის იანვარში, სლოვაკეთის მიერ მიწოდებულმა ელექტროენერგიამ უკრაინას ენერგეტიკული ქსელის სტაბილიზაციის საშუალება მისცა. ფიცოს თქმით, უკრაინა-სლოვაკეთის ურთიერთობა მხოლოდ უკრაინის სასარგებლოდ არ უნდა ვითარდებოდეს.

„უკრაინის პრეზიდენტს არ სურს, რომ გაიგოს ჩვენი სამშვიდობო მიდგომა და ბოროტი განზრახვით ექცევა სლოვაკეთს იმის გამო, რომ ის ომს მხარს არ უჭერს. მან სლოვაკეთში ჯერ გაზის მიწოდება შეწყვიტა და 500 მილიონი ევროს ოდენობის ზარალი მოგვაყენა. ახლა მან ნავთობის მიწოდება შეაჩერა, რაც ჩვენ უფრო დიდ ზიანს გვაყენებს და ლოგისტიკურ სირთულეებს გვიქმნის. თუ დასავლეთი „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენის აფეთქებას არ ეწინააღმდეგება, სლოვაკეთი ვერ აღიქვამს სლოვაკურ-უკრაინულ ურთიერთობებს, როგორც ბილეთს ერთი მიმართულებით, რომელიც მისაღებია მხოლოდ უკრაინისთვის“, - დაწერა ფიცომ.

სლოვაკეთის მთავრობის თავმჯდომარე უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის პერსპექტივის საკითხსაც გამოეხმაურა.

„პრეზიდენტ ზელენსკის სლოვაკეთთან, როგორც მტრულ სახელმწიფოსთან დაკავშირებით მიუღებელი საქციელის გათვალისწინებით, ვთვლი, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცი, როცა უარი განვაცხადე სლოვაკეთის ჩართვაზე უკრაინისთვის 90 მილიარდი ევრო ოდენობის სამხედრო კრედიტის გამოყოფის საქმეში“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×